Belive

ენტონი ჯოშუამ პროფესიონალური კრივიდან წასვლა გადაწყვიტა

1 დღის წინ სხვა
1 წთ

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ენტონი ჯოშუამ კარიერა დაასრულა.

როგორც ცნობილი ხდება, ამის შესახებ ჯოშუას ბიძიამ განაცხდა. როგორც ის ამბობს, რომ ენტონი ამის შესახებ ოჯახს ესაუბრა. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ნიგერიაში მომხდარი ავარია იყო, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

მთავარი საკითხია ის არის, რომ ენტონი პენსიაზე გადის. ეს ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რადგან ყოველი ბრძოლა ჩვენთვის ძალიან ემოციურია.

ყოველ ჯერზე, როდესაც ნოკდაუნში ვარდება თითქოს გული მკერდიდან გვივარდება. ყველა ეს ემოცია მისი ბრძოლებისას, ჩვენთვის დიდი ტრავმაა. ახლა როცა მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ. - განაცხადა ადედამოლა ჯოშუამ

შეგახსენებთ, რომ ჯოშუამ ბოლო ჩხუბი ჯეიკ პოლის წინააღმდეგ გამართა. ჯოშუამ 3-ჯერ გაუშვა მოწინააღმდეგე ნოკდაუნში, მეექვსე რაუნდში კი პოლმა შეტევებს ვეღარ გაუძლო და უმძიმესი მარჯვენას ყბაში მიღების შემდეგ დანოკაუტდა.

სხვა სტატიები