Belive

"მგონია, რომ მერაბს უმარზე მეტად ო'მალისთან ბრძოლა სურს" - სონგ იადონგი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბისა და უმარის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ყველას კარგად მოგვეხსენება. ნურმაგომედოვს დეკემბერში ბრძოლა უნდა, მერაბი კი მარტამდე ოქტაგონზე გამოსვლას არ აპირებს. მებრძოლები ვერ თანხმდებიან, თუმცა, დანა უაითის თქმით მერაბის მომავალი მეტოქე სწორედ უმარი იქნება.

რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ჭორები, რომ უმარს ბრძოლა დეკემბერში ჩაენიშნა და მისი მეტოქე სონგ იადონგი იქნება. ამის შესახებ UFC-ს ოფიციალურად არ განუცხადებია მაგრამ, ფაქტია რომ მერაბისა და უმარის საქმეში სონგ იადონგიც ჩაერია.

უმარს პოსტზე დავუკომენტარე, რომ მასთან ბრძოლა მსურდა. მან კი მიპასუხა, რომ თუ მერაბს არ შეხვდებოდა, ჩემთან იჩხუბებდა. ჩემი აზრით, ჩვენი შეხვედრა მერაბზე არის დამოკიდებული. თუ ის მარტამდე ბრძოლას დათანხმდება, მე უმარს ვეღარ შევხვდები. ვფიქრობ, მერაბი უმართან ჩხუბს არ დათანხმდება, რადგან ახლახან ჩემპიონი გახდა და მისთვის დაბრუნება ჯერ ადრეა. მგონია, რომ მერაბს ო'მალისთან კიდევ ერთხელ ბრძოლა მეტად უნდა. - განაცხადა სონგ იადონგმა

მას შემდეგ, რაც უმარ ნურმაგომედოვმა აბუ დაბიში სენდჰეგენი დაამარცხა და დანა უაითმა ქამრის შემდეგ ჩელენჯერად ის დაასახელა.მიუხედავად ამისა, მერაბი თვლიდა და ახლაც თვლის, რომ დაღესტნელი მებრძოლი საჩემპიონო შანსს არ იმსახურებს.

სხვა სტატიები