"მეტი ჩემპიონი დაამარცხა, ვიდრე ხაბიბმა" - მსოფლიო თოფურიას ტრიუმფს ეხმაურება
UFC317-ის მთავარ სატიტულო ბრძოლაში, ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში დააფინიშა და მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარს დაეუფლა.
ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და მაქს ჰოლოუეის შემდეგ, ჩარლზ ოლივეირა გახდა ზედიზედ მესამე სახელოვანი მებრძოლი, რომელიც თოფურიამ დაანოკაუტა და UFC-ის ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა. აღსანიშნავია, რომ ილია თოფურია ერთადერთი დაუმარცხებელი მებრძოლია, რომელმაც UFC-ის ორი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი მოიგო.
ილია თოფურიას ეპოქალურ გამოსვლას მსოფლიოს მასშტაბით ავტორიტეტული გამოცემები ეხმაურებიან:
ვოლკანოვსკი, ჰოლოუეი, ოლივეირა - ეს უბრალოდ ტერორიზმია. არასდროს მინახავს პროფესიონალი მებრძოლი, რომელიც ასეთ ბოროტებას სჩადის.
ისლამმა წონის შეცვლით დროულად უშველა თავს.
უკანასკნელ 3 ბრძოლაში თოფურიამ სამი ლეგენდა დაანოკაუტა. მისი CV კიდევ უფრო გაუმჯობესდა.
ბრძოლის შემდეგ გალიაში შესულ პადი პიმბლეტს ილია თოფურია უმცროსი ძმასავით მოექცა.
ახლა ილიას მეტი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს დამარცხებული, ვიდრე ხაბიბს.
ილია თოფურია პირველი დაუმარცხებელი მებრძოლია, რომელიც 2 დივიზიონის ჩემპიონი გახდა.