ჰოლოუეის სჯერა, რომ თოფურიასთან რევანშის შანსს დაიმსახურებს
UFC 318-ზე მთავარ ბრძოლას მაქს ჰოლოუეი და დასტინ პორიე გამართავენ. ამ ჩხუბისთვის გამართულ მედია დღეზე "დალოცვილმა" თოფურიაზეც ისაუბრა.
მაქსისა და ილიას ბრძოლის შემდეგ, ორივე მებრძოლმა შეიცვალა წონა. ახლა ისინი მსუბუქ წონაში ასპარეზობენ, რომლის ქამარსაც "მატადორი" ფლობს. ჟურნალისტებმა მაქსს ქართველთან შესაძლო რემატჩზე ჰკითხეს. ჰავაელს სჯერა, რომ დასტინთან დასამახსოვრებელი გამარჯვების მოპოვებით, თოფურიასთან რევანშის შანსს დაიმსახურებს.
რა თქმა უნდა. 100%-ით. ყველაფერი მომენტებზე არის დამოკიდებული. თუ ისეთივე პერფომანსს შემოგთავაზებთ, როგორიც UFC 300-ზე, სატიტულო ბრძოლას აუცილებლად მივიღებ. თუ საჩემპიონო ბრძოლას არა, პირველი კანდიდატი მაინც გავხდები. ახლა მხოლოდ დასტინზე ვფიქრობ, თუმცა, მესმის მედია და ხალხი რაზე საუბრობს. მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როცა ილია და ჩარლზი იბრძოდნენ. ისტორია ორივესთან მქონდა, პლუს ჩემს ჩხუბამდე რამდენიმე კვირით ადრე იბრძოდნენ. - განაცხადა მაქს ჰოლოუეიმ
Max Holloway thinks a UFC 300-type moment vs. Dustin Poirier at #UFC318 would push him to the front of the queue for an Ilia Topuria rematch. pic.twitter.com/gP8BrAKbWM
— MMA Junkie (@MMAJunkie) July 16, 2025
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ქამარი სწორედ მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა. "მატადორი" პირველი მებრძოლი გახდა, რომელმაც "დალოცვილი" ნოკაუტით დაამარცხა.
ჰოლოუეისა და პორიეს ბრძოლა 20 ივლისს გამთენიისას დაიწყება.