Belive

"მერსედესს" მთავარი ტექნიკური დირექტორი ტოვებს

5 თვის წინ სხვა
1 წთ

11-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ "ვერცხლისფერ ისრებს" (მერსედესი) მთავარი ტექნიკური დირექტორი მაიკ ელიოტი ტოვებს. ელიოტმა ამ პოსტზე მხოლოდ 6 თვე იმუშავა და მას ჯეიმს ალისონი ჩაანაცვლებს.

ელიოტმა გადაწყვიტა, რამდენიმე თვით, საერთოდ დაისვენოს სპორტისგან, სანამ გადაწყვეტს, ისევ დაუბრუნდეს საკუთარ გამოწვევებს თუ არა. - "მერსედესის" გუნდი
მაიკი იყო გუნდის მიღწევების ერთ-ერთი საყრდენი გასული ათწლეულის განმავლობაში და მას დღეს შერეული გრძნობებით ვემშვიდობებით. - განაცხადა "ვერცხლისფერი ისრების" მთავარმა დირექტორმა, ტოტო ვოლფმა

რაც შეეხება ახალ ტექნიკურ დირექტორს, აქამდე ჯეიმს ალისონის მოვალეობა ტექნიკური სტრატეგიის შემუშავება იყო ( გუნდის ტექნიკური შესაძლებლობების განახლება მომავალი წლებისთვის). მას ამ მიმართულებით მუშაობა სწორედ მაშინ მოუხდა, როდესაც Red Bull "ფორმულა 1"-ის დომინანტი გახდა და მერსედესი რეიტინგში უკან ჩამოიტოვა.

სხვა სტატიები