Belive

მერსედესმა ლუის ჰამილტონს, ლას-ვეგასის გრან პრის წინ, აზარტული თამაშები აუკრძალა

5 თვის წინ სხვა
1 წთ

"ფორმულა 1" 41 წლის შემდეგ ლას-ვეგასში ბრუნდება და გუნდები "ცოდვების ქალაქის" დაპყრობას გეგმავენ. იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქში "გემბლინგის" დიდი ცდუნებაა, "მერსედესი" ცდილობს საკუთარი პილოტები კონცენტრირებულები მხოლოდ რბოლაზე იყვნენ, ეს განსაკუთრებით ლუის ჰამილტონს ეხება, რომელიც ჯერ კიდევ იბრძვის რეიტინგში მეორე ადგილისთვის.

"მერსედესის" ბოსმა, ტოტო ვოლფმა MotoSport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შაბათ-კვირას მერსედესის გუნდის ყველა წევრს აეკრძალება კაზინოებში სიარული, მათ შორის ლუის ჰამილტონსაც.

მე აქამდე არასდროს ვყოფილვარ ლას-ვეგასში, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გუნდში ყველამ თავი შორს დაიჭიროს კაზინოებისგან. მე არ ვთამაშობ და დავრწმუნდები, რომ სხვამაც არ ითამაშოს. - ტოტო ვოლფი

ლას-ვეგასში მთავარი რბოლა 19 ნოემბერს გაიმართება, მაქს ვერსტაპენს ჩემპიონობა უკვე განაღდებული აქვს, ამიტომ მისთვის რბოლის შედეგს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. 7-გზის მსოფლიო ჩემპიონი, ლუის ჰამილტონი კი ვერსტაპენის მეწყვილის, ჩეკო პერესის ჩამოტოვებას და რეიტინგში მეორე ადგილის დაკავებას ცდილობს.

სხვა სტატიები