Belive

ფერარი პოდიუმზე - რედ ბული კვამლში | ავსტრალიის გრან პრი იტალიელების ტრიუმფით დასრულდა

8 თვის წინ სხვა
2 წთ

2024 წლის ავსტრალიის გრან პრიმ კიდევ ერთხელ უმასპინძლა საინტერესო რბოლას, თუმცა ნაკლებად ქაოტურს, ვიდრე წინა წელს. ბოლოს წინა წრეზე, ჯორჯ რასელის დრამატული ავარია ერთადერთი გამონაკლისია, რამაც გულშემატკივარი ანერვიულა.

რბოლა "ალბერტ პარკზე" ისევე დაიწყო, როგორც ერთი ჩვეულებრივი კვირა იწყება ხოლმე (რედ ბულის დომინაციის გამო), მაგრამ სწრაფადვე გახდა ამაღელვებელი, რადგან კარლოს საინსმა მაქს ფერსტაპენს უკვე მეორე წრეზე გადაუსწრო. ფერსტაპენის სვლა მალევე გაუარესდა, ის ბოლიდის "თავისუფალ" მართვაზე ჩიოდა და რამდენიმე წამში რბოლასაც ჩაეხსნა, როგორც აღმოჩნდა, მის ბოლიდს უკანა მარჯვენა მუხრუჭის პრობლემა შეექმნა. მაქსის გავარდნის შემდეგ, მას "მერსედესის" პილოტი, ლუის ჰამილტონიც მიჰყვა - სულ რაღაც 13 წრეში, ძრავის გაუმართაობის გამო, რბოლის ნაადრევად დამთავრება მოუხდა.

ამ მოულოდნელმა მოვლენებმა ფერარის და "მაკლარენის" სასარგებლოდ იმოქმედა, რადგან მათ მხოლოდ სერხიო (ჩეკო) პერესის რედ ბულთან უნდა ებრძოლათ. პერესი მხოლოდ ჩვეული ტემპის შენარჩუნებით იყო დაკავებული, რადგან საბურავების დეგრადაციის პრობლემების გამო მეტის საშუალება არ მიეცა, ეს პრობლემა ავსტრიის გუნდს მთელი სეზონის განმავლობაში აწუხებს.

საერთო ჯამში, 29 წლის კარლოს საინსმა დამაჯერებლად იმარჯვა და აჯობა მეორე ადგილზე გასულ თანაგუნდელს, ჩარლზ ლეკლერსაც. სამწუხაროა, რომ საინსმა ჯედას რბოლა ოპერაციის გამო გამოტოვა და თანაც წელი მისთვის ცუდად დაიწყო, რადგან ცნობილი გახდა, რომ ლუის ჰამილტონი მომავალ წელს მის ადგილს დაიკავებს. აღნიშნულ მოვლენებს მისთვის პრობლემა არ შეუქმნია, ავსტრალიის ტრიუმფატორი გამხდარიყო, პოდიუმზე პირველი და მეორე ადგილები ფერარის პილოტებმა გაინაწილეს, მესამეზე კი მაკლარენის ლანდო ნორისი გავიდა.

სხვა სტატიები