"მერაბს სულელად წარმოვაჩენ" - შონ ო'მალი
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
შონ ო'მალის მეორე საჩემპიონო ტიტულის დაცვა მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ ექნება. "შუგასთან" შეხვედრას მერაბი დიდი ხანია ითხოვს და ეს ბრძოლა სამი ყოფილი ჩემპიონის დამარცხების შემდეგ მიიღო.
ჩემპიონი ამბობს, რომ დვალიშვილთან თამაშს არ აპირებს.
ჩვენს შორის პატარა უთანხმოება არსებობს. თუმცა, ის ჩემთვის მორიგი ოპონენტია. ამ ბრძოლას ნოკაუტით დავასრულებ და "შუგა შოუსთვის" ეს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი იქნება. მერაბის გამო თავს ცუდად ვგრძნობ, რადგან ასე ახლოს ქამართან არასდროს ყოფილა და ახლა ჩემს გამო ვერც აიღებს. ოქტაგონზე მერაბს სულელად წარმოვაჩენ. ისე ვცემ, რომ ყველას დამწყები ეგონოს. ამის შემდეგ არც კი ვიცი UFC-ში რამდენი ხანი იქნება. - განაცხადა შონ ო'მალიმ
შეგახსენებთ UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლა 15 სექტემბერს გაიმართება, სადაც მერაბ დვალიშვილი ზედიზედ მე-11 გამარჯვების მოპოვებასა და ჩემპიონის ქამრის დაუფლებას შეეცდება.