Belive

"მერაბს სასტიკად გავთიშავ და შემდეგ ზედა წონაში ავალ" - შონ ო'მალი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც უკვე იცით, მერაბ დვალიშვილი შონ ო'მალისთან საჩემპიონო ბრძოლას გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 14 სექტემბერს UFC Noche-ზე Sphere-ში შედგება.

ქართველის მოწინააღმდეგე მოქმედი ჩემპიონია და გამარჯვებაში დარწმუნებულია. "შუგამ" ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარ მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ილიასაც დაანოკაუტებდა.

მერაბს სასტიკად დავანოკაუტებ და სანამ მსაჯი მოვა რამდენიმე დარტყმას კიდევ დავამატებ. ილიას და მაქსის ბრძოლა... თუ მაქსი მოიგებს, ქვემსუბუქი წონის და BMF-ის ქამრის მფლობელი იქნება. თუ ილია მოიგებს, ქვემსუბუქი წონის და BMF-ის ქამრის მფლობელი იქნება. ჩემი ზედა წონაში ასვლა UFC-სთვის ძალიან მომგებიანი იქნება.
მინდა დიდი კრივის ბრძოლაც გავმართო და ჯერვონტა დევისს, რაიანს გარსიას შევხვდე. კრივის ასეთი შეხვედრა უნდა დავიმსახურო. თუ ზედა წონაში ავალ, მაქსს, ილიასა და მერაბს გავთიშავ, კრივის ბრძოლაზე უარს ვეღარ მეტყვიან. - განაცხადა შონ ო'მალიმ
View this post on Instagram

A post shared by Championship Rounds (@champ.rds)

იმ შემთხვევაში თუ მერაბ დვალიშვილი შონ ო'მალის დაამარცხებს, UFC-ში ორი ქართველი ჩემპიონი გვეყოლება. შეგახსენებთ, რომ "მანქანამ" ბოლო ბრძოლაში, ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო დაამარცხა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბოლო 10 ჩხუბში დვალიშვილს არცერთი წაუგია.

ო'მალიმ ბოლო ბრძოლა მარლონ ვერასთან გამართა. "შუგა" ეკვადორელთან წინა შეხვედრაში დამარცხდა და რევანში წარმატებით აიღო. აღსანიშნავია, რომ ო'მალი 5 რაუნდის განმავლობაში დომინირებდა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარლონ ვერა სცემა.

სხვა სტატიები