"ისლამმა ილიასთან ბრძოლის ასარიდებლად ყველაფერი გააკეთა" - ჩელ სონენი
6 თვის წინ
სხვა
1 წთ
ჩელ სონენის აზრით, ისლამ მახაჩევის მიერ ქვესაშუალო წონაში გადასვლა სტრატეგიული ნაბიჯი იყო. მისი თქმით, დაღესტნელმა ეს ყველაფერი ილიასთან თავის ასარიდებლად გააკეთა.
ისლამმა ყველაფერი გააკეთა, რომ ილიასთან ბრძოლისთვის თავი აერიდებინა. ეს სიმართლეა, ზუსტად ეს მოხდა... ისლამმა დივიზიონის დატოვებასთან ერთად, ქამარიც კი დათმო, რომ ილიასთან არ ეჩხუბა. - ამბობს სონენი
იმისათვის, რომ ილია ისლამს შეხვედროდა, ქართველმა ქამარი დათმო და წონაც შეიცვალა. ისლამი კი ამბობდა, რომ თოფურიას მსუბუქი წონის ქამრამდე ერთი ჩხუბი უნდა ჩაეტარებინა. როგორც კი საქმე ამ ჩხუბის ჩანიშვნისკენ წავიდა, მახაჩევმა წონა შეიცვალა და ქამარიც დათმო. ახლა "მატადორი" მსუბუქი წონის ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირას შეხვდება.