Belive

მაქს ჰოლოუეიმ საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა

2 თვის წინ სხვა
1 წთ

26 ოქტომბერს ილია თოფურია მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება. ბრძოლა აბუ დაბიში შედგება, სადაც "მატადორი" საკუთარ ჩემპიონის ქამარს პირველად დაიცავს.

ჰოლოუეი ამ დაპირისპირებისთვის სერიოზულად ემზადება, რადგან მრავალი წლის შემდეგ კარგი შანსი აქვს კვლავ ჩემპიონი გახდეს. წარმატების შემთხვევაში "დალოცვილი" BMF-ის და ქვემსუბუქი წონის ქამრის მფლობელი იქნება. საინტერესოა რას გააკეთებს მაქსი ამ ყველაფრის შემდეგ. როგორც თავად ამბობს, ამჯერად მხოლოდ ილიას ბრძოლაზე არის ორიენტირებული და მომავალზე არ ფიქრობს.

სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი მეკითხება ჩემთვის რა იქნება შემდეგი ქვემსუბუქ წონაში თუ ამ ბრძოლას მოვიგებ. ახლა წინ ილია თოფურია მიდგას... არ მაინტერესებს ის რას ამბობს. მე მხოლოდ ჩემს თავზე, აწმყოზე ვარ ორიენტირებული და მომავალზე არ ვდარდობ. ერთადერთი რაც ამ ბრძოლაში უნდა გავაკეთო გამარჯვებაა და შემდეგ ახალი შესაძლებლობებიც გაიხსნება. - განაცხადა მაქსმა საკუთარ YouTube არხზე საუბრისას

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მაქს ჰოლოუეის BMF ქამარი ამ ბრძოლაში არ გათამაშდება. აღნიშნული ღონისძიების მთავარ ბრძოლები თბილისის დროით დაახლოებით 22:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები