Belive

"მერაბი უმარს დაამარცხებს და მე რევანშის შანსი მომეცემა" - შონ ო'მალი

4 დღის წინ სხვა
1 წთ

სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი შონ ო'მალი მერაბს უმართან გამარჯვებას გულშემატკივრობს. როგორც "შუგა" ამბობს, რომ დვალიშვილის გამარჯვების შემთხვევაში ის ქამარზე ბრძოლის უფლებას მიიღებს. მან ისიც დაამატა, რომ დარწმუნებულია შემდეგი ბრძოლა ქამარზე ექნება.

ამის შესახებ ო'მალიმ იაპონიაში გულშემატკივრებთან შეხვედრისას განაცხადა.

ჩემთვის იდეალურია სცენარი ასეთია - მერაბი ამარცხებს უმარს და მე ვიღებ რევანშს. თუმცა, თუ უმარი მოიგებს შემდეგი ის იქნება. მთავარი ის არის, რომ ჩემი შემდეგი ბრძოლა ტიტულისთვის იქნება. ვიმედოვნებ ბრძოლა 2025 წლის შუაში შედგება და მოწინააღმდეგე მერაბი-უმარის გამარჯვებული იქნება. - განაცხადა ო'მალიმ

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლა 19 იანვარს გამთენიისას დაიწყება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დვალიშვილისთვის ეს პირველი ტიტულის დაცვა იქნება.

სხვა სტატიები