"მერაბი საბმიშენის კაცი არ არის" - დენიელ კორმიე შეცდა
UFC 316-ზე მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი მეორედ დაამარცხა და ქამარი წარმატებით დაიცვა. ნიუ ჯერსიში გამართული 5-რაუნდიანი ჩხუბი, მხოლოდ 3 რაუნდი გაგრძელდა. ამის მიზეზი "მანქანა" გახდა, რომელმაც "შუგა" კისრის მტკვინეული ილეთით დროზე ადრე დაამარცხა.
ყველა სახალისო მომენტი ამ ბრძოლაში დენიელ კორმიეს განცხადება იყო. დაპირისპირების კომენტირებისას, როცა მერაბმა ო'მალი მტკივნეულ პოზიციაში დაიჭირა, DC-მ ასეთი რამ თქვა:
მერაბი საბმიშენების მხრივ დიდად საშიში არ არის. ფეხზე უნდა წამოდგეს. - ამბობდა კორმიე
ამ განცხადებიდან რამდენიმე წამში კარგად მოგეხსენებათ რაც მოხდა. რომ არა ო'მალის დანებება, მერაბის "შუგას" კისერს მოტეხდა.
The man continues to DOMINATE 💪@MerabDvalishvil gets the submission in round 2 to retain the bantamweight title! #UFC316 pic.twitter.com/0is9Lqt2nK
— UFC (@ufc) June 8, 2025
აღსანიშნავია, რომ ამ ილეთს რაიმე კონკრეტული სახელი არ აქვს. ბევრმა ეს Neck Crack-ად, Ninja Choke-ად ან North-South Choke-ად ჩათვალა. თავად ჩემპიონმა კი პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ეს Machine Choke გახდება.