Belive

"მერაბი ო'მალის UFC 306-ზე შეაჩერებს" - ჰენრი სეხუდო

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

UFC-ში მეორე ქართულ საჩემპიონო ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება. მერაბ დვალიშვილს 10-ბრძოლიანი გამარჯვების სერია დაუფასდა და შანსიც მიიღო. ქართველი "მანქანა" ქამრისთვის ბრძოლაში შონ ო'მალის შეხვდება.

მერაბის ყოფილმა მეტოქემ ჰენრი სეხუდომ მისი და ო'მალის ბრძოლაზე ისაუბრა. Triple C საკუთარ არჩევანს დვალიშვილზე აჩერებს და ამბობს, რომ ო'მალის დაამარცხებს.

აი ჩემი პროგნოზი - მერაბ დვალიშვილი შონ ო'მალის სფეროში შეაჩერებს. მერაბი მას დაამარცხებს. მაგრამ, როცა საქმეში უმარი ჩაერთვება ის მერაბთან უბრალოდ თავის საქმეს გააკეთებს. უმარი ძალიან კარგია, საოცრად ტექნიკური. - განაცხადა ჰენრი სეხუდომ

შეგახსენებთ, რომ მერაბისა და შონ ო'მალის ბრძოლა თბილისის დროით 15 სექტემბერს, გამთენიისას გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ დვალიშვილი ო'მალის დაამარცხებს, UFC-ში მეორე ქართველი ჩემპიონი გვეყოლება.

სხვა სტატიები