"მერაბი გიჟია და ჩვენ მას უფრო ტექნიკურ გიჟად ვაქცევთ" - ჯონ ვუდი
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება. ქართველს მშვენიერი შანსი აქვს, რომ ყველაზე პრესტიჟული MMA ორგანიზაციის ქამარი მოიპოვოს. მეტოქე მოქმედი ჩემპიონი შონ ო'მალია, რომელიც საკუთარ ქამარს მეორედ დაიცავს.
ამ მნიშვნელოვანი ბრძოლის შესახებ დვალიშილის მწვრთნელმა ერთ-ერთ MMA გამოცემასთან ისაუბრა. ჯონ ვუდის თქმით, დიდად მერაბის საბრძოლო სტილის შეცვლას არ გეგმავს.
ამ ბრძოლაში შეცდომას ძალიან დიდი ფასი აქვს. ჩვენ ვებრძვით სპეციალისტს. როცა საქმე დარტყმას ეხება ის უბრალოდ სნაიპერია. ო'მალი სხვა ასპექტებშიც გაწაფულია. უბრალოდ სტრაიკერი არ არის, შეუძლია გრეპლინგი და შესანიშნავი ჯიუ-ჯიცუც აქვს. ამ ბიჭმა იცის როგორ იბრძოლოს.
მიუხედავად იმისა, რომ მერაბს ტიტულის ნოკაუტით მოპოვების შესაძლებლობა ძალიან ხიბლავს, როგორც მწვრთნელი ვალდებული ვარ ჩემმა სპორტსმენმა თავი არ დაკარგოს.
არ უნდა დავივიწყოთ მერაბი ამ სატიტულო ბრძოლამდე რამ მოიყვანა. საკუთარი თავი არ უნდა დავკარგოთ და ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ. თუ ჩვენ ვიტყვით: "ოჰ, ჩვენ ო'მალისთან ჩხუბისთვის ტრადიციული კრივი ან დარტყმაუნდა ვისწავლოთ", ასე ბრძოლას წავაგებთ.
მერაბი გიჟია და ჩვენ მას უფრო ტექნიკურ გიჟად ვაქცევთ.
- განაცხადა ჯონ ვუდმა
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და შონ ო'მალის ბრძოლა თბილისის დროით 15 სექტემბერს, გამთენიისას გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ დვალიშვილი ო'მალის დაამარცხებს, UFC-ში მეორე ქართველი ჩემპიონი გვეყოლება.