Belive

"მერაბი აუცილებლად გაითიშება" - შონ ო'მალი

5 დღის წინ სხვა
1 წთ

დენიელ კორმიესთან ინტერვიუში შონ ო'მალიმ განაცხადა, რომ მერაბს აუცილებლად გათიშავს. სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა ცოტა საკუთარ საბრძოლო გეგმაზეც ისაუბრა.

ფეხების მოძრაობა. ეს არის რაც ჩემი ბრძოლების მოგებაში მეხმარება. ბრძოლა როგორ ცაცია, ისე მემარჯვენე დგომში შემიძლია. შემიძლია სხვადასხვა კუთხიდან ვურტყა. იანისგან 15 დარტყმა მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ პიოტრი დგომს არ იცვლიდა. იანი არც ისე მაღალი ბიჭია და მერაბისთვის დასარტყმელად ახლოს მისვლა სჭირდებოდა. მე ეს არ მომიწევს. ერთ ადგილას არ გავჩერდები, ძალიან ბევრს ვიმოძრავებ. არ ვიცი ბრძოლა როგორ წარიმართება მაგრამ, მერაბი აუცილებლად გაითიშება. - განაცხადა შონ ო'მალიმ

შეგახსენებთ, რომ მერაბისა და შონ ო'მალის ბრძოლა თბილისის დროით 15 სექტემბერს, გამთენიისას გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ დვალიშვილი ო'მალის დაამარცხებს, UFC-ში მეორე ქართველი ჩემპიონი გვეყოლება.

სხვა სტატიები