"მერაბ ვამაყობ შენით" | ზაზა ფაჩულია მერაბ დვალიშვილის ბრძოლას გამოეხმაურა
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილი UFC 323-ის საჩემპიონო ბრძოლაში პიოტრ იანთან დამარცხდა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი დათმო.
ქართველის ბრძოლას, ლეგენდარული კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ესწრებოდა. NBA-ს 2-გზის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილის მარცხს სოციალური ქსელით გამოეხმაურა, გაამხნევა და მომავალში წარმატებები უსურვა:
მერაბ ვამაყობ შენით. ჩემპიონები ერთი შედეგით კი არა, გულით, შრომის ეთიკითა და იმით განისაზღვრებიან თუ როგორ აღდგებიან. ყოველთვის შენს გვერდით მიგულე. სამუდამოდ ჩემპიონი! - ზაზა ფაჩულია
შეგახსენებთ, რომ სუპერმსუბუქი წონის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლს ძალიან ცოტა დააკლდა ისტორიის დაწერასთან და 1 კალენდარულ წელში, ჩემპიონის ქამრის ოთხჯერ დაცვასთან, მაგრამ დღეს იანი უკეთესი იყო და მერაბის ფენომენალური სვლაც დროებით შეჩერდა.
მერაბ დვალიშვილს სუპერმსუბუქ წონაში ზედიზედ 14-ბრძოლიანი მოგებათა სერია ჰქონდა. დვალიშვილმა სხვადასხვა ეტაპზე, წონის 5 ჩემპიონი დაამარცხა და 2025 წელს 4 სატიტულო ბრძოლა გამართა