მერაბ დვალიშვილმა UFC-ის რეკორდი დაამყარა
1 წლის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ის მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა, სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი, პიოტრ იანი დაამარცხა.
დაპირისპირება მერაბის სრული დომინაციით წარიმართა. ქართველ მებრძოლს რუსი მეტოქის პარტერში გადაყვანის 49 მცდელობა ჰქონდა (რომელთაგან 11 წარმატებული იყო), რაც UFC-ის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო შედეგია. აქამდე რეკორდი 33 იყო.
დღევანდელ გამარჯვებამდე, დვალიშვილმა ბოლოს გასული წლის აგვისტოში UFC 278-ზე იასპარეზა, სადაც ჟოზე ალდო დაამარცხა. მერაბს UFC-ში ზედიზედ 9 ბრძოლა აქვს მოგებული.