UFC-ის ქართველი მებრძოლი - მერაბ დვალიშვილი, ოქტაგონს 20 აგვისტოს უბრუნდება. UFC 278-ის ივენთზე, მერაბ დვალიშვილისა (14-4) და ლეგენდარული ჟოზე ალდოს (31-7) დაპირისპირება შედგება. სახელოვანი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, დვალიშვილი ორგანიზაციაში ზედიზედ მე-8 გამარჯვებას მოიპოვებს, რის შემდეგაც საჩემპიონო ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გახდება.
ჟოზე ალდოსთან გასამართი ბრძოლის წინ, მერაბ დვალიშვილი ლას ვეგასში იმყოფება და სიცხეს აუზში გაგრილებით ებრძვის. ქართველმა მებრძოლმა facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, ვიდეო შემდეგი სახელწოდებით გამოაქვეყნა: "No ice in Las Vegas. ლას ვეგასში წყალი არ იყინებაა".
დვალიშვილის ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.