Belive

"ჩემთვის წარმოუდგენელია მერაბმა როგორ უნდა დამამარცხოს" - უმარი

2 დღის წინ სხვა
1 წთ

უმარ ნურმაგომედოვმა UFC-სგან კარგი საჩუქარი მიიღო. დაღესტნელს საჩემპიონო შანსის მისაღებად მხოლოდ ერთი ტოპმებრძოლის დამარცხება დასჭირდა. უმარის თქმით, UFC-ში ყველაზე რთული სწორედ სენდჰეგენთან ჩხუბი იყო.

თავხედობა იქნება თუ ვიტყვი, რომ მერაბი მარტივი მეტოქეა. ის კარგი მებრძოლია, თუმცა, ყველაზე რთული გამოწვევა ჩემთვის კორი სენდჰეგენი იყო. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ბრძოლა იყო. მერაბი ვერ მომიგებს. ჩემთვის წარმოუდგენელია მერაბმა როგორ უნდა დამამარცხოს. კარგი, შეიძლება მიწაზე გადამიყვანოს მაგრამ, იქ უნდა გამაჩეროს. ეს ბრძოლა ისე არ წავა, როგორც მერაბი ყოველთვის აკეთებს. ჭიდაობა მეც შემიძლია, ეს არ დაგავიწყდეთ. ზურგს თუ მომცემს დავახრჩობ, ფრთხილად უნდა იყოს. - განაცხადა უმარ ნურმაგომედოვმა

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისთვის ეს პირველი ტიტულის დაცვა იქნება. ბრძოლა 18 იანვარს არის ჩანიშნული და ვინაიდან ჩხუბი აშშ-ში გაიმართება, თბილისის დროით 19 იანვარს გამთენიისას დაიწყება.

სხვა სტატიები