მერაბ დვალიშვილი: "UFC-ის სათაო ოფისში არ მიშვებენ"
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ნევადაში, UFC-ის სათაო ოფისში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ იქ უმარ ნურმაგომედოვი იმყოფება და ყველა მის დაცვას ცდილობს.
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ქამარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს, ბრძოლა 19 იანვარს კალიფორნიაში ჩატარდება.
ამ წამს UFC PI-ის წინ ვდგავარ და დაცვა შენობაში შესვლის საშუალებას არ მაძლევს, რადგან ამბობენ, რომ იქ უმარ ნურმაგომედოვი იმყოფება. ყველა მას იცავს, მაგრამ ნუ გეშინიათ, ბრძოლამდე მის ცემას არ ვაპირებ - ეს 19 იანვარს მოხდება.
არ მიშვებენ შენობაში მაშინ, როცა ტრავმებზე უნდა ვიმკურნალო, ქარდებს ხელი მოვაწერო და მეგობრებთან ერთად ვისადილო, რა ხდება?
უმარ, იმედია ბრძოლაზე მაინც მოხვალ, ახლა გიცავენ, თუმცა ოქტაგონზე შენი ფარი ვერავინ იქნება. - ამბობს მერაბ დვალიშვილი