Belive

მერაბ დვალიშვილი: "ციხეშიც რომ გამიშვან, მუშტს ყველა მიიღებს..."

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილს არ ნანობს გასულ შაბათს გულშემატკივართან დაპირისპირებას. UFC 310-ზე დვალიშვილი თანაგუნდელ ალჯამეინ სტერლინგის კუთხეს წარმოადგენდა. ორთაბრძოლის შემდეგ, ქართველსა და ერთ-ერთ გულშემატკივარს შორის კონფლიქტი დაიწყო, დაპირისპირება მაშინვე გახდა ვირუსული და მოგვიანებით "მაქანამ" გამოაქვეყნა განცხადება სოციალური მედიის საშუალებით, რომელშიც ნათქვამია, რომ ფანი რეალურად უმარ ნურმაგომედოვის გუნდის წევრი იყო, რომელიც შეგნებულად ცდილობდა მის პროვოცირებას.

პატივმოყვარეობით ვცხოვრობ და ვიღაც სულელი თუ პატივს არ მცემს, რა თქმა უნდა, ვიბრძოლებ. უსაფრთხოების ბიშჭებმა არ მიმიშვეს, რომ გამეკეთებინა ის, რაც ეკუთვნოდა, თუმცა ჩემმა მეგობარმა მაინც მოახერხა მისთვის ხელი დაერტყა.

ის რუსულ ენაზე უპატივცემულოდ მელაპარაკებოდა. მე არ ვსაუბრობ რუსულად, კარგად ნამდვილად არ ვიცი, თუმცა ცუდი სიტყვები მესმის და ის მლანძღავდა, აგინებდა ჩემს ოჯახს.

თუ პირისპირ ვინმე შეურაცხყოფას მომაყენებს, მუშტს მიიღებს. თუნდაც ამის გამო ციხეში გამიშვან, არ მაინტერესებს. დასაკარგი არაფერი მაქვს, არც ქამარი, არც ჩემი მიღწევები, მხოლოდ თავმოყვარეობას ვერ დავკარგავ. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

უმსუბუქესი წონის ქართველი ჩემპიონი ქამარს პირველად სწორედ უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს. უმარმა გააზიარა 'პროვოკატორი' გულშემატკივრის ფოტოც, რითაც მას მხარდაჭერა გამოუცხადა, ამით კი მერაბის კიდევ ერთი გაბრაზება გამოიწვია.

სხვა სტატიები