Belive

მერაბ დვალიშვილი: "შონ ო'მალი ჩემგან გაქცევას ცდილობს"

2 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 299-ზე სუპერ მსუბუქი წონის ჩემპიონმა, შონ ო'მალიმ ტიტული დაიცვა, 5-რაუნდიან დაპირისპირებაში მან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა ეკვადორელი მარლონ ვერა და ქამარი შეინარჩუნა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ ჩემპიონმა ორგანიზაციის პრეზიდენტს, დანა ვაითს მიმართა: "გაამზადე პირადი თვითმფრინავი, ესპანეთში ილია თოფურიასთან ბრძოლისთვის". რეალურად ორგანიზაციის მმართველს მერაბ დვალიშვილისთვის პირობა აქვს მიცემული, რომ მომდევნო ბრძოლა სატიტულო იქნებოდა და ლოგიკურად, მომდევნო ბრძოლა სწორედ მერაბსა და ო'მალის შორის უნდა შედგეს. დარბაზში მყოფი დვალიშვილი ამერიკელი მებრძოლის განცხადებას გამოეხმაურა.

ის ისევ ცდილობს გამექცეს. ახლა მე ძალიან გაბრაზებული ვარ. ნომერ პირველი კონტენდერი ვარ და სწორედ მე უნდა შემებრძოლო. მოდი და მე მეჩხუბე. აჩვენე მსოფლიოს, რომ არ გეშინია, მაგრამ შენ პატარა, გამხდარი და მშიშარა ბიჭი ხარ. - განაცხადა ტრიბუნებიდან მერაბ დვალიშვილმა

გასახდელისკენ მიმავალ ჩემპიონს მერაბ დვალიშვილი დაეწია, თუმცა მათ შორის კომუნიკაცია ვერ შედგა. ჩიტო ვერას დამარცხებით ო'მალიმ ტიტული პირველად დაიცვა მას შემდეგ, რაც ქამარი მერაბის მეგობარსა და ამ წონის ყოფილ ჩემპიონს, ალჯამეინ სტერლინგს წაართვა.

სხვა სტატიები