Belive

ნინა დრამა: 'UFC-მ ნურმაგომედოვები და მათი მეგობრები სამუდამოდ უნდა გააძევოს'

14 საათის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილს აბუ დაბიში უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები თავს დაესხნენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ დვალიშვილს ნურმაგომედოვი და მისი 6 გუნდელი ესხმის თავს - საპირისპიროდ მერაბმა და 21 წლის საბა ლაზიშვილმა მათ ღირსეული პასუხი დაუბრუნეს და ბოლომდე იბრძოლეს.

ამ ფაქტის შემდეგ, მერაბ დვალიშვილს სოციალურ ქსელებში სოლიდარობას და თანადგომას UFC-ს ლეგენდები და ცნობილი სპორტსმენები უცხადებენ - ერთ-ერთი მათგანი, UFC-ს ცნობილი ჟურნალისტი და მერაბ დვალიშვილის მეგობარი ნინა დრამაა.

„მერაბ დვალიშვილი ჩემთვის ძმასავითაა. იმ ვიდეოს ყურებამ, სადაც მას თავს ესხმიან, გული ამირია. ეს ნაძირლები იმას მიიღებენ, რაც დაიმსახურეს. წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, როცა მათი ტელეფონები უკვე იღებდა. დეგენერატების ბრბო.

მას თავს დაესხა 20 კაცი, როცა ის და მისი მეგობარი მარტო იყვნენ, მათ კი არაფერი მოუვიდეთ და არაფერზე პასუხი არ აგონ?

მართლა იმედი მაქვს, UFC უსმან ნურმაგომედოვსა და მის მეგობრებს ორგანიზაციაში ფეხის შედგმას სამუდამოდ აუკრძალავს.

ისიც გვახსოვდეს რომ მან სონგ იადონგის ცემა სცადა მას შემდეგ, რაც ის გალიაში გადავიდა... მხოლოდ იმიტომ, რომ ცნობილი გვარი აქვს, სხვებზე მაღლა არ დგას.“ - ნინა დრამა

გავრცელებული ინფორმაციით, მერაბ დვალიშვილზე ლაჩრული თავდასხმის შემდეგ უსმან ნურმაგომედოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

სხვა სტატიები