Belive

მერაბ დვალიშვილი მექსიკას ესტუმრა

11 თვის წინ სხვა
1 წთ

18 თებერვალს მერაბ დვალიშვილმა ორი წონის ყოფილი ჩემპიონი, ჰენრი სეხუდო დაამარცხა და სატიტულო ბრძოლის მთავარი კანდიდატი გახდა. ქართველი მებრძოლის ანგარიშზე UFC-ში ზედიზედ 10 გამარჯვებაა. საინტერესოა, რომ ბრძოლის წინა პრესკონფერენციაზე დვალიშვილმა მექსიკის დროშა გაშალა და აღნიშნა, რომ სეხუდოსთან მექსიკელების სახელითაც იბრძოლებდა (ჰენრი სეხუდო წარმოშობით მექსიკელი სპორტსმენია, თუმცა ამ ქვეყნის სახელით არ იბრძვის).

როგორც ჩანს, ქართველი "მანქანა" მექსიკელი ხალხის გულის მოგებას აგრძელებს, ბრძოლის შემდეგ გამარჯვება მათაც მიუძღვნა და მილოცვა დამარცხებული მებრძოლისგანაც მიიღო. მერაბი სოციალურ ქსელში ფოტო და ვიდეო მასალას ავრცელებს, სადაც ჩანს თუ როგორ ატარებს დროს მექსიკის დედაქალაქის ქუჩებში, ადგილობრივები კი მასთან ერთად ფოტოებს იღებენ.

View this post on Instagram

A post shared by Merab Dvalishvili (@merab.dvalishvili)

სხვა სტატიები