Belive

მერაბ დვალიშვილი: "კონტრაქტისთვის ჯერ ხელი არ მომიწერია"

1 წლის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილი ოქტაგონზე 18 თებერვალს დაბრუნდება. ქართველის მოწინააღმდეგე ყოფილი ორმაგი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა UFC-მ ოფიციალურად ჩანიშნა, არიელ ელვანისთან საუბრისას დვალიშვილმა აღნიშნა, რომ ჯერ კონტრაქტისთვის ხელი არ მოუწერია.

UFC-მ კონტრაქტი უკვე გამომიგზავნა, თუმცა, ჯერ ხელი არ მომიწერია. კონტრაქტში წერია, რომ ჩემი ბრძოლა სამრაუნდიანი იქნება, მე კი 5 რაუნდი მსურს. არასდროს ვიღლები და ვფიქრობ, ბოლო რაუნდებში სეხუდოზე მეტი ენერგია მექნება. არ ვიცი ამაზე დამთანხმდებიან თუ არა, მაგრამ ვცდი. ვფიქრობ, ჰენრი ამას არ დათანხმდება, რადგან 5-რაუნდიანი ბრძოლა მას კარგს არაფერს მოუტანს. - განაცხადა მერაბმა MMA Hour-თან საუბრისას

შეგახსენებთ, რომ სწორედ 18 თებერვალს, UFC 298-ზე ილია თოფურია საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს. მისი მოწინააღმდეგე მოქმედი ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკი იქნება.

სხვა სტატიები