Belive

მერაბ დვალიშვილი ფანს ფიზიკურად დაუპირისპირდა

3 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის საჩემპიონო ბრძოლამდე 1 თვეზე ნაკლებია დარჩენილი, დუღილის ტემპერატურა კი უკვე პიკს აღწევს...

სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთმა ფანმა პროვოკაცია სცადა, რის შემდეგაც ქართველ მებრძოლსა და მას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ინციდენტი გამთენიისას შემდგარ ივენთზე მოხდა, რომელსაც დვალიშვილი საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, გულშემატკივარი დვალიშვილს პროვოკაციულად მიმართავდა და შონ ო'მალის შესახებ ესაუბრებოდა, რამაც დვალიშვილის გაღიზიანება გამოიწვია - დვალიშვილმა VIP ზონა დატოვა და ტრიბუნაზე პასუხის მოსათხოვად ავიდა. გულშემატკივარს გაუმართლა, რომ დაცვის თანამშრომლებმა ინციდენტის განმუხტვა შეძლეს.

შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილს UFC-ში სოლიდური მოგებათა სერია აქვს (ზედიზედ 10 ბრძოლა) და 15 სექტემბერს შონ ო'მალის სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები