Belive

ალექს ვოლკანოვსკის მწვრთნელმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა

3 თვის წინ სხვა
1 წთ

ალექს ვოლკანოვსკისა და ილია თოფურიას საჩემპიონო ბრძოლამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. ბრძოლისთვის მზადების პერიოდი ნელ-ნელა პიკს უახლოვდება და შესაბამისად რთულდება კიდეც.

ავსტრალიელი ჩემპიონი საკუთარ გულშემატკივარს მზადებასთნ დაკავშირებით ცნობებს აქტიურად აწვდის. "ვოლკი" ამას ძირითად შემთხვევაში საკუთარი YouTube არხის საშუალებით აკეთებს. ამ ეპიზოდში ალექსის ჭიდაობის მწვრთნელმა ფრენკ ჰიკმენმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა.

ილია თოფურია რთული მოწინააღმდეგეა. ის დაუმარცხებელია. ზურგს ქართველები და ესპანელები უმაგრებენ. ზუსტად ვიცი, რომ ეს მისთვის მძიმე გამოცდა იქნება. "ვოლკი" მწვერვალზე საკმაო ხნის განმავლობაში იყო და ეს შემთხვევით არ მომხდარა. ეს ბრძოლა მისთვის ახალი გამოწვევაა. - განაცხადა ჰიკმანმა

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ილიასა და ვოლკანოვსკის დაპირისპირება UFC-ის ქამრისთვის იქნება. მათი ბრძოლა 18 თებერვალს შედგება და რა თქმა უნდა, საღამოს მთავარი ბრძოლაც იქნება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იმავე ღონისძიებაზე იბრძოლებს მერაბ დვალიშვილიც, რომლის მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო გახლავთ.

სხვა სტატიები