Belive

"მეგონა მკვდარი ვიყავი" | ფრანგ ევროპის ჩემპიონზე ქმარმა იძალადა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ფრანგ ევროპის ჩემპიონ, ძიუდოისტ, მარგო პინოზე პარტნიორმა და მწვრთნელმა, ალან შმიტმა იძალადა. 28 წლის სპორტსმენმა ამის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. განთავსებულ განცხადებას პინომ ფოტოც დაურთო, სადაც საშინლად ნაცემი გამოიყურება.
"კვირას, ღამით, თავს დამესხა პარტნიორი და მწვრთნელი, რომელმაც რამდენჯერმე დამარტყა სახეში, იატაკზე თავი დამარტყმევინა და ჩემი დახრჩობა სცადა. მეგონა, რომ მკვდარი ვიყავი, მოვახერხე გაქცევა და დამალვა მეზობლებთან, რომლებმაც სასწრაფოდ პოლიციაში დარეკეს. გავიტეხე ცხვირი და მივიღე არაერთი დაზიანება. სავარაუდოდ, თავის დაღწევა ჯუდოს წყალობით შევძელი. საფრანგეთის პოლიციამ შმიტი იმ ღამესვე დააკავა, თუმცა მტკიცებულებების ნაკლებობის გამო, ის მალევე გათავისუფლდა. ამის გამო მარგომ აღშფოთება არ დამალა: "რა აკლდა მტკიცებულებას, ჩემი სიკვდილი?!" აღნიშნულ ინციდენტს ტედი რინერი გამოეხმაურა: "ძალიან განვიცდით იმის გამო, რაც ჩვენმა თანაგუნდელმა გადაიტანა და მად მხარდაჭერას ვუცხადებთ. ყველა დღე ქალები და ბავშვები უპირისპირდებიან მორალურ ან ფიზიკურ ძალადობას - ეს მიუღებელია," - წერს რინერი.

სხვა სტატიები