Belive

"მეგობრებო მენდეთ, ეს დიდი ჩხუბი არაა" - სონენი ისლამის მომავალ ბრძოლაზე

4 საათის წინ სხვა
1 წთ

ჩელ სონენი ამბობს, რომ ისლამის მომავალი ჩხუბის მიმართ ამხელა აჟიოტაჟი ტყუილად არის ატეხილი. მისი სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, გარი-მახაჩევის დაპირისპირებას ვერ ვიხილავთ. სონენი ირწმუნება, რომ ისლამის მიერ გაკეთებული აფიშა რეალობას არ შეესაბამება.

ძაან რთულია თავი მოაჩვენო, რომ ისლამის მომავალ ჩხუბს მოუთმენლად ელი. ისლამის გუნდმა რამდენიმე კვირის წინ დაწერა, რომ მალე დიდი განცხადება იქნება. მეგობრებო არ მინდა იდიოტი გამოვჩნდე, მაგრამ ეს ასე არ არის. მენდეთ, ეს ჩხუბი დიდი ბრძოლა არაა. ისლამის მომავალი ჩხუბი სწორ ქარდზე თანა-მთავარი ჩხუბი იქნებოდა. მას ერთადერთი დიდი ბრძოლა აქვს და ეს იან გარია. - ამბობს ჩელ სონენი

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევს ქვესაშუალო წონის ქამარი აქვს. JDM-თან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მახაჩევს ჩხუბი არ ჩაუტარებია და უკვე დროა საქმეში ვიხილოთ. ყველა ველოდით, რომ დაღესტნელი იან გარის წინააღმდეგ დაბრუნდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს ეს ვერ მოხდება.

სხვა სტატიები