მედიაში ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლის თარიღებმა გაჟონა
UFC-ის ფრანგულ-კანადურ გადაცემაში ინფორმაციამ გაჟონა, რომ ილია თოფურიას ჩემპიონის ტიტულის დაცვა მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ, 15 სექტემბერს მოუწევს. შესაბამისად, ეს მოხდება Las Vegas Sphere-ის ივენთზე, სადაც შონ ო'მალი და მერაბ დვალიშვილიც იბრძოლებენ.
ფაქტობრივად, ტელეარხის ეთერში მომხდარმა გაუგებრობამ წინასწარ გასცა როდის და სად იბრძოლებენ ქართველი სპორტსმენები. კომენტატორების დიდი შეცდომის შემდეგ, სადაც ისინი პირდაპირ ასახელებენ ქარდებს, ვიგებთ, რომ UFC 306-ზე, ღონისძიებაზე, რომელიც ასევე ცნობილია როგორც UFC Night, 15 სექტემბერს, ლას-ვეგასის "სფეროში" "ელ მატადორი" ტიტულს პირველად დაიცავს მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ, ხოლო მერაბ დვალიშვილი შონ ო'მალის ქამრის მისაკუთრებას შეეცდება.
So the UFC's French-Canadian broadcast may have just leaked the Sphere card...
— Championship Rounds (@ChampRDS) July 14, 2024
Ilia Topuria vs Max Holloway
Sean O'Malley vs Merab Dvalishvili
(H/T @MMA__Matchmaker) #UFC #MMA pic.twitter.com/8wWDAWo8F0