"მედიაში ჩემთან ჩხუბზე არაფერს საუბრობს, თავს მარიდებს" - ცარუკიანი ილიაზე
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
დენიელ კორმიესთან ინტერვიუში არმან ცარუკიანმა ილიაზე ისაუბრა. მისი თქმით, თოფურია საფრთხეს გრძნობს და ზუსტად ამიტომ არიდებს თავს. არმანმა მათი პირველი შეხვედრაც გაიხსენა, სადაც ილიამ უთხრა, რომ ოლივეირას შემდეგ მას შეხვდებოდა.
მას ჩემთან ბრძოლა არ უნდა და ამიტომაც არ ამოვიდა ოქტაგონზე. მას ჩემი ეშინია. ის ფიქრობს: "რატომ უნდა ავიღო არმანთან საშიში ბრძოლა?" მისთვის პადი პიმბლეტის დამარცხება მეტად მარტივია. ადვილი გამარჯვება და ზედა წონაში ასვლა უნდა. მესამე ტიტულისთვის ჩხუბი თოფურიასთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება. მას ფულის გამომუშავება მარტივი ჩხუბებით სურს.
მეგონა საკმარისი გამბედაობა ჰქონდა, მაგრამ მან არენა დატოვა. მას იქ ყოფნა არ უნდოდა, თავს მარიდებს. მედიაში ჩემთან ჩხუბზე არაფერს საუბრობს. მან თქვა, რომ სილა გამაწნა. ეს თუ სილის გაწვნაა, მაშინ თავის ძმასაც გააწნა. ის უბრალოდ მოვიდა და მომესალმა. ჩვენი შეხვედრისას მითხრა, რომ ოლივეირას შემდეგ მე ვიქნებოდი. ახლა კი განსხვავებულად იქცევა. - არმან ცარუკიანი
შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანმა გასულ უქმეებზე დენ ჰუკერი დაამარცხა. სომეხმა მეტოქესთან გამარჯვება მტკივნეული ილეთით მოახერხა და მთავარი საჩემპიონო კანდიდატის სტატუსი უფრო გაიმყარა.