Belive

"მე ვიქნები პირველი ვინც ჰოლოუეის დაანოკაუტებს" - ილია თოფურია

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში მაქს ჰოლოუეის სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა.

"მატადორის" სიტყვები პოტენციური მოწინააღმდეგის მიმართ არც ისე თბილი ყოფილა. ქართველი მებრძოლი ამბობს, რომ UFC-ის ვოლკანოვსკისთან რემატჩი არ შეუთავაზებია. გარდა ამისა, ისიც ახსენა, რომ ის პირველი იქნება ვინც ჰოლოუეის გათიშავს.

მე ალექსთან განმეორებით მატჩზე უარი არასოდეს მითქვამს, რადგან UFC-ს არასდროს შემოუთავაზებია. როგორც უკვე ბევრჯერ ვთქვი, მე ვიქნები პირველი ვინც ჰოლოუეის დაანოკაუტებს. მოდით საკითხს მარტივად შევხედოთ: გსურთ ბრძოლა? თუ პასუხი დადებითია, სალაპარაკო არაფერია. მომიტანე ჩემი ქამარი და შენი ბალიში. - წერს ილია თოფურია

ბუნებრივია, რომ ამ სიტყვებს მაქსი უპასუხოდ არ დატოვებდა. "დალოცვილი" წერს, რომ საქმეს თავად ილია ართულებს.

ძმაო, შენ ხარ ის ვინც საქმეს ართულებს. საკმარისია. მოვიტან "შენს ქამარს". ბევრს ლაყბობ და მხოლოდ ნეგატივს აფრქვევ. - უპასუხა მაქს ჰოლოუეიმ

შეგახსენებთ, რომ BMF ქამრის მოგების შემდეგ, მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურია გამოიწვია. ჩემპიონმა მაქსის გამოწვევა მიიღო და მასთან ბრძოლას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება თუ BMF-ის ქამარს ჩამოვა. ჯერჯერობით, ამ დაპირისპირებაზე ოფიციალურად არაფერი ვრცელდება, თუმცა, დიდი ალბათობით მაქსისა და ილიას ბრძოლა ვიხილავთ.

სხვა სტატიები