Belive

"ილიას მიმართ ბევრი კითხვაა და მათზე პასუხები გვჭირდება" - მაქს ჰოლოუეი

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

UFC 300-ზე მაქს ჰოლუეიმ ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ საოცარი სანახაობა შემოგვთავაზა. ჰავაელმა მებრძოლმა მოწინააღმდეგე შესანიშნავი ნოკაუტით გათიშა და BMF-ის ქამარს დაეუფლა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მაქსმა ილია თოფურია გამოიწვია.

ჟურნალისტებთან საუბრისას ჰოლოუეის თავის ნოკაუტზე ილიას რეაქციაზე ჰკითხეს, რასაც მაქსმა უცნაური უწოდა.

ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი "ელ მატადორია", რომელიც ყველაფერს კარგად აკეთებს. მე აქ ვარ. ჩემს ნოკაუტზე მისი რეაქცია ვნახე. არ ვიცი... ცოტა უცნაურია. ეს ბიჭი მსოფლიო ჩემპიონია, ნამდვილი მკვლელი. ილიას მიმართ ბევრი კითხვაა და მათზე პასუხები გვჭირდება. ილიას შეუძლია ლაპარაკი გააგრძელოს მაგრამ, კითხვები მაინც რჩება. თუ ჩვენი ბრძოლა ჩაინიშნება პასუხებიც იქნება. - განაცხადა მაქსმა

აღსანიშნავია, რომ UFC 300-ის დასრულების შემდეგ, ილიამ ESPN-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაფერი ცხადია. მისი მომავალი ბრძოლა BMF-ის ახალი ჩემპიონის წინააღმდეგ იქნება.

სხვა სტატიები