Belive

"მე რომ ჯეიკ პოლი ვიყო შარვალში ჩავისვრიდი" - ჯო როგანი

7 თვის წინ სხვა
1 წთ

კრივის სამყაროში ყველაზე უცნაურ და ამავდროულად საინტერესო ბრძოლამდე 2 თვე რჩება. 20 ივლისს ერთმანეთს მაიკ ტაისონი და ჯეიკ პოლი დაუპირისპირდებიან, რომელიც გულშემატკივართა დიდ ინტერესს იწვევს. აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა Netflix-ის ორგანიზებით გაიმართება.

მაიკ ტაისონმა გონება უკვე ომისთვის მოამზადა. ინტერვიუს დროს ვიღაცამ უთხრა, რომ 20 წლის ტაისონს ჰგავდა. მისი თქმით, უმ ხორცს ჭამს. მე რომ ჯეიკ პოლის ადგილას ვიყო შარვალში ჩავისვრიდი. ტაისონს ხალხის დალეწვა შეეძლო ისე, რომ წინააღმდეგობას ვერავინ უწევდა. ეს ყველაფერი კვლავ მის თავშია. მაიკს თავში ბნელი ფანჯარა აქვს, რომელიც უკვე გახსნა. ძალიან საშიშია, როცა ამ ზონაში შედის. მთავარია კითხვა ეს არის - როგორ იმოძრავებს მაიკ ტაისონის სხეული. - განაცხადა ჯო როგანმა

შეგახსენებთ, რომ ტაისონისა და ჯეიკ პოლის ბრძოლაში რეკორდული ასაკობრივი სხვაობა დაფიქსირდება. აქამდე ყველაზე დიდი სხვაობა მებრძოლებს შორის 24 წელი იყო.

სხვა სტატიები