Belive

"მე პირადად შონ ო'მალისკენ ვიხრები" - ვოლკი ო'მალისა და ვერას ბრძოლაზე

2 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 299 მოგვიახლოვდა, სადაც შონ ო'მალი საკუთარ ქამარს მარლონ ვერას წინააღმდეგ დაიცავს. ჩვენთვის ეს დაპირისპირება საინტერესოა, რადგან სავარაუდოდ აქ მერაბ დვალიშვილის მომავალი მეტოქე გაირკვევა.

ქვემსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა ალექს ვოლკანოვსკიმ ამ შეხვედრის შესახებ ისაუბრა. საინტერესოა, რომ ავსტრალიელმა ფავორიტად შონი დაასახელა და მისი ფინიშით გამარჯვებაც იწინასწარმეტყველა.

საინტერესო ბრძოლაა. მე პირადად შონ ო'მალისკენ ვიხრები. ვფიქრობ, "ჩიტოს" ო'მალის კიდევ ერთხელ დამარცხება ძალიან გაუჭირდება. შონის სტრაიკინგი საკმაოდ მაღალი დონისაა. ხალხმა იცის, რომ ის შეტევაში კარგია მაგრამ, მათ ბოლომდე მაინც არ ესმით რამდენად კარგია. "ჩიტო" ეცდება, რომ ბრძოლა ფეხზე წარმართოს. შონ ო'მალი მიწაზეც ძალიან სახიფათოა. მას მოწინააღმდეგისთვის პრობლემების შექმნა ამ პოზიციიდანაც შეუძლიათ. მას არსენალში რამდენიმე კარგი საბმიშენი აქვს და მიწაზე საკმაოდ კრეატიულია. ვფიქრობ, შონ ო'მალი ფინიშით მოიგებს. შესაძლოა საბმიშენი იყოს, თუმცა, ვფიქრობ ნოკაუტს ან ტექნიკურ ნოკაუტს ვნახავთ. - განაცხადა ვოლკანოვსკიმ

UFC 299 თბილისის დროით 10 მარტს გაიმართება. მთავარი ბრძოლები გამთენიისას 07:00 საათიდან დაიწყება. შონ ო'მალისა და მარლონ ვერას ჩხუბი საღმოს ბოლო დაპირისპირება იქნება.

სხვა სტატიები