"მე მისი დახმარება მსურს" - მაურისიო პოჩეტინო დელე ალიზე
როგორც მოგეხსენებათ, "ჩელსის" ახალი მთავარი მწვრთნელი 51 წლის არგენტინელი სპეციალისტი მაურისიო პოჩეტინოა. მაურისიომ ლონდონელებთან ხელშეკრულება 2026 წლამდე გააფორმა და ოფიციალურად მუშაობას გასულ კვირას შეუდგა.
აღსანიშნავია, რომ პოჩეტინოსთვის ეს "ჩელსი" პირველი ლონდონური კლუბი არ არის. მას აქამდე "ტოტენჰემშიც" უმუშავია, სადაც 5 წელი გაატარა.
ამ გუნდში არგენტინელ თავკაცს არაერთ გამორჩეულ ფეხბურთელთან უმუშავია, მათ შორის ერთ-ერთია დელე ალიც, რომლის დახმარების სურვიკი პოჩეტინომ ESPN-თან საუბრისას გამოთქვა.
"მე მისი დახმარება მსურს. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. რა თქმა უნდა, მას ძალიან კარგი ფსიქიკა აქვს. მინდა მას კიდევ ერთხელ დავუკავშირდე და ვნახოთ რა გამოვა." - განაცხადა მაურისიო პოჩეტინომ.
ეს არაფერს ამტკიცებს, თუმცა, აშკარაა, რომ პოჩეტინოს დელე ალის შეძენა სურს. როგორც ჩანს, მაურისიოსთვის დელე სატრანფერო ფანჯარაზე ერთ-ერთი სამიზნე იქნება.
გასულ სეზონი დელე ალიმ თურქულ "ბეშიქთაშში" გაატარა, სადაც მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა და აქედან სამჯერ შეძლო გოლის გატანა.