"მე კომპანიის კაცი ვარ" - მერაბ დვალიშვილი
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
რამდენიმე კვირის წინ დანა უაითმა განაცხადა, რომ უმარ ნურმაგომედოვი მერაბს და ო'მალის შორის გამარჯვებულს შეხვდება. მერაბის მსგავსად, ბევრისთვის ეს განცხადება მოულოდნელი გამოდგა, რადგან უმარმა რეიტინგში მყოფ მეტოქესთან მხოლოდ ერთი ბრძოლა ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ კავკასიელი რეიტინგში მე-2 ადგილზეა, დვალიშვილი მის სატიტულო ბრძოლას დამსახურებულად არ მიიჩნევს. თუმცა, ამასთან დაკავშირებით მერაბმა სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.
მე კომპანიის კაცი ვარ. UFC-მ ვინც არ უნდა დამიყენოს, მასთან ვიბრძოლებ. ვიბრძოლებ როგორც აქამდე ვაკეთებდი, თუნდაც ვფიქრობდი, რომ ეს მებრძოლი სატიტულო შანსს არ იმსახურებს. - წერს მერაბ დვალიშვილი
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა 15 სექტემბერს UFC-ს ჩემპიონი გახდა. სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის ბრძოლაში "მანქანამ" შონ ო'მალი დაამარცხა.