"მე და მერაბს სახალისო ურთიერთობა გვაქვს" - დანა უაითი
16 საათის წინ
სხვა
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, მერაბ დვალიშვილმა საკუთარი ქამარი წარმატებით დაიცვა. 5-რაუნდიან ბრძოლაში ქართველმა ჩემპიონმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის სათავეში დარჩა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა ჟურნალისტებთან მერაბის ბრძოლაზე და მათ ურთიერთაზე ისაუბრა.
ამ ბიჭის გამძლეობა გასაოცარია. მეხუთე რაუნდში ისე გამოიყურებოდა, თითქოს ბრძოლა ახალი დაწყებული იყო. მერაბს ამ საღამოს ფენომენალური პერფორმანსი ჰქონდა.
მე და მერაბს სახალისო ურთიერთობა გვაქვს. ბრძოლის შემდეგ მეუბნებოდა თუ როგორ უყვარს UFC და მადლობას მიხდიდა. მან რაღაცები გააკეთა, რაც მე არ მოვუწონე. არ გეგონოთ, რომ მერაბი არ მომწონს, უბრალოდ რაღაც გაურკვევლობის მომენტი გვქონდა. ასეთი მომენტები ყველასთან მაქვს. - განაცხადა დანა უაითმა
აქვე იმასაც გეტყვით, რომ უმარი აქამდე დაუმარცხებელი იყო. "ახალგაზრდა არწივმა" 18 გამარჯვების შემდეგ პირველი მარცხი იწვნია.