Belive

"მე აქ ისტორიის დასაწერად მოვედი" - ილია თოფურია

2 თვის წინ სხვა
1 წთ

18 თებერვალი ქართული სპორტისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღეა. ისტორიაში პირველად ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი, UFC-ის ოქტაგონზე საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს. ილია თოფურიას აქვს შანსი, რომ ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდეს. " მატადორის" მოწინააღმდეგე "დიდებული" ალექს ვოლკანოვსკი იქნება.

ქართულ-ავსტრალიური დაპირისპირება UFC 298-ზე მთავარი ბრძოლა იქნება. ბუნებრივია, რომ ჟურნალისტებმა პრესკონფერენციაზე ყველაზე დიდი ყურადღება "ვოლკსა" და ილიას დაუთმეს.

მე ამ სპორტის ევოლუციის ნაწილი ვარ. შერეული საბრძოლო ხელოვნებების ახალ თაობას წარმოვადგენ. ჩვენი ბრძოლის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება. ვოლკანოვსკის ხანა დასრულდება და ჩემი დაიწყება. მე აქ ისტორიის დასაწერად მოვედი. შაბათს საღამოს მხოლოდ ორი არჩევანი მექნება: მოვკვდე ან მოვკლა. მენდეთ, ასეთი გრძელი გზა სიკვდილისთვის არ გამომივლია. ვოლკანოვსკის შუქს პირველივე რაუნდში ჩავუქრობ. - განაცხადა ილია თოფურიამ

ილიასა და ვოლკანოვსკის ბრძოლა თბილისის დროით 18 თებერვალს გაიმართება. იმავე საღამოს იბრძოლებს მერაბ დვალიშვილიც, რომლის მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო იქნება. UFC 298-ის მთავარი ბრძოლები დაახლოებით 07:00 საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები