Belive

არმანდ დუპლანტისმა მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

4 თვის წინ სხვა
1 წთ

შვედმა ჭოკით მხტომელმა არმანდ დუპლანტისმა მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. დუპლანტისმა მესამე ცდით 6,26 მეტრის გადალახვა შეძლო და წინა რეკორდს ერთი სანტიმეტრით აჯობა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს შვედმა სპორტსმენმა მესამე მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ცოტა უცნაურია, როცა ასპარეზობისას ამხელა მხარდაჭერასა და სიყვარულს ვიღებ. ჩემი ნახტომის სანახავად ბევრი ადამიანი მოვიდა და მინდოდა მათთვის კარგი შოუ შემეთავაზებინა. წელს მთავარი აქცენტი ოლიმპიადაზე გავაკეთე. მიღწეული შედეგები შრომის შედეგად მოვიდა. ძალიან კარგ ფორმაში ვარ და დღევანდელი რეკორდი არ მიკვირს. - განაცხადა დუპლანტისმა

სხვა სტატიები