მე-4 ადგილი მსოფლიოში | 1 სულ მოსახლეზე გათვლით, საქართველო ლიდერთა შორისაა
ყოველი ქვეყნისთვის, მოსახლეობის სიმრავლე მეტ რესურსს განაპირობებს. ბევრი მაგალითის გათვალისწინებით, სპორტში, დიდი მოსახლეობა წარმატებაში არ კონვერტირდება: მაგალითისთვის, ჩინეთისა და ფეხბურთის ვერშემდგარი კავშირი გავიხსენოთ. მეორე მხრივ, ოლიმპიაზე მოპოვებული მედლების მხრივ, აშშ აბსოლუტური რეკორდსმენია.
წარმატებას ბევრი ფაქტორი ქმნის, რაც ცალკე საუბრის საგანია. ამ სტატიაში საქართველოს გამოსარჩევ სტატისტიკურ მაჩვენებელზე გავამახვილებთ ყურადღებას: 1 სულ მოსახლეზე გათვლით, ჩვენი ქვეყანა, მიმდინარე ოლიმპიადაზე მონაწილე ქვეყნებს შორის მე-4 ადგილს იკავებს. თანაც, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ჯერ კიდევ მოსაგები გვაქვს.
ადგ. | ქვეყ. | მედ. | მოსახ. | მოსახლეობა 1 მედალზე |
---|---|---|---|---|
1 | ფიჯი | 1 | 936,375 | 936,375 |
2 | კოსოვო | 2 | 1,586,659 | 793,329 |
3 | ახალი ზელანდია | 5 | 5,228,100 | 1,045,620 |
4 | საქართველო | 3 | 3,728,282 | 1,242,760 |
5 | ავტრალია | 18 | 26,439,111 | 1,468,839 |
6 | ირლანდია | 3 | 5,056,935 | 1,685,645 |
7 | ჰონგ კონგი | 4 | 7,491,609 | 1,872,902 |
8 | მოლდოვა | 2 | 3,435,931 | 1,717,966 |
9 | ხორვატია | 2 | 4,008,617 | 2,004,308 |
10 | სლოვენია | 1 | 2,119,675 | 2,119,675 |
იგივე სტასტიკა წინა ოლიმპიურ თამაშებზე:
ტოკიო, 2020 | მე-11 პოზიცია;
რიო, 2016 | მე-8 პოზიცია;
ლონდონი, 2012 | მე-11 პოზიცია;
პეკინი, 2008 | მე-17 პოზიცია;
ათენი, 2004 | მე-20 პოზიცია;
სიდნეი, 2000 | მე-17 პოზიცია;
ატლანტა, 1996 | 38-ე პოზიცია;
პარიზის ოლიმპიადაზე, ჯერჯერობით, ჩვენ 3 მედალი გვაქვს მოპოვებული (სამივე ძიუდოში): ლაშა ბექაურის ოქრო, ტატო გრიგალაშვილისა და ილია სულამანიძის ვერცხლის მედლები. ამ შედეგით, 2 აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველო მე-17 ადგილს იკავებს.
რას გვაძლევს ეს სტატისტიკა? მხოლოდ და მხოლოდ ერთ პასუხს: საქართველო, ტერიტორიისა თუ მოსახლეობის სიმცირის ფონზე, ოლიმპიადაზე გამორჩეულ და დასაფასებელ, ასევე წლიდან წლამდე მზარდ შედეგს აჩვენებს - მითუმეტეს, გავითვალისწინოთ ის მოცემულობა, რომ ოლიმპიადა ჩვენთვის არ დასრულებულა და საქართველოს დროშა, კვარცხლბეკზე მდგომი ქართველი სპორტსმენის ფონზე, კიდევ არაერთხელ აღიმართება.