Belive

"მძლეოსნობის სახე ვერ ვიქნები, რადგან ამპარტავანი არ ვარ" - ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაილსი გააკრიტიკა

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, მძლეოსნობაში - 200 მეტრიან გარბენზე ლეტსილ ტებოგომ პირველობა არავის დაუთმო და ოქროს მედალს დაეუფლა.

ბოტსვანელმა სპრინტერმა დისტანცია 19.46 წამში დაფარა და ამერიკელები კენი ბედნარეკი (19.62) და ნოა ლაილსი (19.70) ჩამოიტოვა. აღსანიშნავია, რომ 100 მეტრიანი გარბენის მოგების შემდეგ, ნოა ლაილსი 200 მეტრიან გარბენშიც ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა მხოლოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, ტებოგომ ჟურნალისტების დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ის ვერ გახდება მძლეოსნობის სახე, რადგან ნოა ლაილსივით ამპარტავანი არაა.

მე ვერ ვიქნები მძლეოსნობის სახე, რადგან არ ვარ ისეთივე ამპარტავანი და ქედმაღალი, როგორიც ნოა ლაილსი. ამიტომ, მჯერა, რომ მძლეოსნობის სახე სწორედ ისაა. - ლეტსილ ტებოგომ.

სხვა სტატიები