Belive

მარვინ ვეტორი: "დარწმუნებული ვარ ოქტაგონზე შესანიშნავ წარმოდგენას დავდგამ"

1 დღის წინ სხვა
1 წთ

16 მარტს, გამთენიისას UFC Apex-ში მორიგი ღონისძიება გაიმართება. საღამოს მთავარ ბრძოლას მარვინ ვეტორი და რომან დოლიძე გამართავენ. პირველ დაპირისპირებაში მარცხის შემდეგ, რომანს კარგი შანსი აქვს რევანში აიღოს.

მიუხედავად იმისა, რომ ვეტორის თითქმის ორი წელია ბრძოლა არ ჩაუტარებია, იტალიელი ჩხუბს იმედიანად ხვდება.

ამ საქმეში მთელ გულს ვდებ. ოქტაგონზე გამოვალ და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ამაში დარწმუნებული ვარ! ყველაფერს ოქტაგონზე დავტოვებ. დარწმუნებული ვარ შესანიშნავ წარმოდგენას დავდგამ. - განაცხადა ვეტორიმ UFC-სთან საუბრისას

როგორც უკვე გითხარით, ვეტორის თითქმის ორი წელია არ უბრძოლია. რომანის შემდეგ, იტალიელმა ჯარედ კანონიერთან იჩხუბა, სადაც ქულებით დამარცხდა. დოლიძემ კი მარვინთან ბრძოლის შემდეგ სამი ჩხუბი ჩაატარა და ორში გაიმარჯვა.

სხვა სტატიები