Belive

მარცხი უშანსოდ - ერნანდესმა რომან დოლიძეს აჯობა

3 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC Vegas 109-ზე, 'მთავარი ქარდის' ბოლო ჩხუბი რომან დოლიძესა და ენტონი ერნანდესს შორის გაიმართა. ქართველი მებრძოლი ამ დაპირისპირებამდე 15 მოგებითა და 3 მარცხით მოვიდა (MMA-ში), ხოლო მის მოწინააღმდეგეს 14/2-თან რეკორდი ჰქონდა.

ბუკმეიკერების აზრით ამერიკელი სპორტსმენი დიდი ფავორიტი იყო და ეს მოლოდინი სრულად გამართლდა. მებრძოლებმა ოქტაგონზეე არასრული 4 რაუნდი გაატარეს და ერნანდესმა ცალსახად მოიგო პირველი სამი, მეოთხეში კი დოლიძე მახრჩობელაზე გამოიჭირა და ქართველიც დანებდა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სცენარით, რომლითაც ბრძოლა მიდიოდა, დოლიძეს შანსი არ ჰქონდა. ერნანდესმა ქართველს დგომშიც აჯობა, მიწაზეც გადაჰყავდა და საბმიშენამდე უდიდეს ზიანს აყენებდა. მეორე რაუნდის ბოლოს, როდესაც გონგის ხმა გაისმა, ისეთი სუტუაცია იყო შექმნილი, რომ ერნანდეს ეგონა მსაჯმა ბრძოლა შეწყვიტა და გამარჯვებას ზეიმობდა.

ეს რომანისთვის UFC-ში მეოთხე მარცხია, ქართველს 9 გამარჯვება აქვს მოპოვებული. ამ მომენტისთვის, დოლიძე საშუალო წონის მერვე პოზიციაზეა. გამარჯვების შემთხვევაში, შანსი იყო ხუთეულში აღმოჩენილიყო და სატიტულო ბრძოლაზეც ჰქონოდა პრეტენზია.

სხვა სტატიები