მარიამ ტორჩინავა PFL-ის მებრძოლი გახდა
ქართველი MMA-ს მებრძოლი მარიამ ტორჩინავა PFL-ის, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ორგანიზაციის წევრი გახდა. ტორჩინავას კარიერაში 11 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 9 მოიგო. 9 გამარჯვებიდან მარიამმა 5 საბმიშენით მოიგო და აქედან სამი პირველივე რაუნდში მოახერხა.
𝗝𝗢𝗜𝗡𝗜𝗡𝗚… Mariam Torchinava [𝟵-𝟮] 🇬🇪
— PFL Europe (@PFLEurope) April 5, 2024
Georgia’s own Mariam Torchinava represents her nation in the PFL Women’s Flyweight Season. Torchinava has won five by way of submission, including three inside the first round!
The Georgian kicks off her Regular Season at… pic.twitter.com/GfY4gnmlPV
აქვე იმასაც გეტყვით, რომ პროფესიონალ მებრძოლთა ლიგამ (PFL) Bellator MMA შეიძინა. რაც იმას ნიშნავს, რომ შერეულ საბრძოლო ხელოვნებას კიდევ ერთი ძლიერი ორგანიზაცია ექნება. აღნიშნული ინფორმაცია დამფუძნებელმა, თავმჯდომარემ და თანამფლობელმა დონ დევისმა თავად დაადასტურა.
ახლა უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ UFC-ის შემდეგ PFL ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციაა.