Belive

"დოლიძე შოუსთვის მზადაა" - სოციალურ ქსელში ფანები რომანის დაბრუნებას ელიან

3 დღის წინ სხვა
1 წთ

UFC Apex მორიგ Fight Night-ს უმასპინძლებს, სადაც რომან დოლიძე მთავარ ბრძოლაში იჩხუბებს. მისი მოწინააღმდეგე იტალიელი მარვინ ვეტორი იქნება. შეგახსენებთ, რომ ეს მათი მეორე დაპირისპირება იქნება. პირველი ჩხუბი სამწუხაროდ რომანის მარცხით დასრულდა.

აღნიშნული ჩხუბი ორი ძლიერი მებრძოლის დაპირისპირებად არის შერაცხული, რომელშიც ნოკაუტს ელოდებიან. ვნახოთ რას წერენ გულშემატკივრები ამ ბრძოლის შესახებ.

დოლიძე შოუსთვის მზადაა!

რომანი მაგარი მებრძოლია, მაგრამ მარვინი ამ ჩხუბს მოსაწყენს გახდის.

ამ ჩხუბში ვიღაც მოკვდება!

იმედია დოლიძე ვეტორის როგორმე სამუდამოდ გააჩერებს. თუმცა, სინამდვილეში ყველაფერი ასე იქნება - მარვინი საკამათო გადაწყვეტილებით მოიგებს.

ძალიან ცუდი ბრძოლაა, საერთოდ როგორ უნდა გავერთო?

მარვინი მოიგებს, 100%-ით. დისციპლინა და შრომისმოყვარეობა შედეგს გამოიღებს. - წერენ გულშემატკივრები

დაპირისპირება ჩვენი დროით 16 მარტს გამთენიისას დაიწყება. იმ შემთხვევაში თუ რომანი ვეტორის დაამარცხებს, ქართველი ათეულში ადგილს დაიბრუნებს.

სხვა სტატიები