Belive

მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა

1 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 300-ზე სამ სატიტულო ბრძოლას ვიხილავთ. ერთ-ერთი მათგანი BMF ქამრისთვის იქნება. ამ ტიტულისთვის ერთმანეთს ჯასტინ გეიჯი და მაქს ჰოლოუეი დაუპირისპირდებიან. ღონისძიების წინ ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ჰოლოუეის ილია თოფურიას შესახებაც ჰკითხეს.

მან განაცხადა, რომ საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლა სურს, თუმცა, განაცხადა რომ ეს ილია თოფურიას წინააღმდეგ ცოტა მოულოდნელია. მაქსმა ჟურნალისტებს მიანიშნა, რომ თოფურიას მასთან შერკინების ვარიანტი ჰქონდა, თუმცა, "დალოცვილთან" ბრძოლას თავი აარიდა.

საეჭვოა. ყველა მეკითხება თუ რას ვფიქრობ თოფურიაზე. მასთან ვიბრძოლებ. ეს კითხვა მას უნდა დაუსვათ. UFC მე მსურს ტიტულისთვის ბრძოლა. მათ ბევრი ჩემპიონი და ჩემპიონობის კანდიდატი მომცეს. ერთი დარჩა რომელთანაც ჩემი გზა არ გადაკვეთილა. ამის შესახებ შეგიძლიათ UFC-ის ჰკითხოთ. - განაცხადა მაქს ჰოლოუეიმ

UFC 300 თბილისის დროით 14 აპრილს 02:00 საათიდან დაიწყება. საღამო კოდი გარბრანდტისა და დეივსონ ფიგერედოს ბრძოლით გაიხსნება. ამ ღონისძიებაზე BMF ქამართან ერთად, ორი საჩემპიონო ბრძოლაც შედგება.

სხვა სტატიები