"მაქს ჰოლოუეი UFC-ში საუკეთესო მოკრივე აღარ არის" - მაიკლ ბისპინგი
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურიამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მისი კრივი ძალიან მაღალ დონეზე დგას. მაქს ჰოლოუეის, რომელიც UFC-ში საუკეთესო მოკრივედ ითვლებოდა, გათიშვის შემდეგ ილიას კრივის ბევრს მაინც არ სჯერა. ამ აზრისგან შორსაა მაიკლ ბისპინგი, რომელიც თვლის რომ ილიაზე კარგი ხელები არავის აქვს.
მაქს ჰოლოუეი UFC-ში საუკეთესო მოკრივე აღარ არის. ეს ილია თოფურიაა. რეკორდები იმისთვის მყარდება, რომ შემდეგ ვინმემ მოხსნას. ადრე მაქსი იყო საუკეთესო, ახლა ილიაა. - განაცხადა მაიკლ ბისპინგმა
შეგახსენებთ, რომ UFC-ში ჩატარებული 9 ბრძოლიდან ილიამ 6 ნოკაუტით მოიგო. "მატადორის" ბოლო მსხვერპლი ჩარლზ ოლივეირა იყო, რომელიც პირველ რაუნდში გათიშა.