Belive

პერეირა ჩიმაევს საქველმოქმედო ბრძოლაში იწვევს

3 კვირის წინ სხვა
1 წთ

დიდი ხანი არაა, რაც ალექს პერეირამ ანკალაევთან გამარჯვებით ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა. ახლა მას ჯონ ჯონსთან თეთრ სახლში პოტენციური ბრძოლა ელის. ყოველ შემთხვევაში, ასე მოიაზრებენ ექსპერტები.

იქამდე Poatan-ს ჩიმაევი იწვევდა, რომელსაც უპასუხოდ ყოვებდა, მაგრამ ახლა საინტერესო განცხადება გაავრცელა. ბრაზილიელმა ხამზატს ჯიუ-ჯიცუს მატჩის გამართვა შესთავაზა, რომელიც საქველმოქმედო ხასიათის იქნება.

ამ ბიჭს ჩემთან ბრძოლა უნდა. ის ჩემგან შორს არის, მაგრამ შემიძლია მის ტერიტორიაზე შევხვდე, თუ სურს. მინდა პირისპირ გნახო, მოდი შენს ტერიტორიაზე ვიბრძოლოთ. ერთმანეთს გრეპლინგში დავუპირისპირდეთ. კიდევ ერთი საკითხი, შეგვიძლია UFC-ში ვიბრძოლოთ. UFC ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს ღონისძიებებსაც მართავს. მოდი გავაკეთოთ.

კიდევ ერთი საკითხი. არ ვიცი რამდენს მივიღებ ამ ბრძოლიდან, მაგრამ ეს ფული ქველმოქმედებას მოხმარდება. - განაცხადა ალექს პერეირამ

რა თქმა უნდა, ხამზატ ჩიმაევმა ეს გამოწვევა მიიღო და თვლის, რომ მარტივად გაიმარჯვებს.

სხვა სტატიები